სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არდადეგები 20 იანვარს სრულდება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, მშობლებმა შვილები საბავშვო ბაღებში უნდა მიიყვანონ, თუ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დისტანციურ/ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.
ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, 2020 წლის გაზაფხულის შემდეგ, საბავშო ბაღები პერიოდულად იხსნება და იკეტება. ახმეტის მუნიციპალიტეტში სულ ასეთი 37 ბაღია, სადაც 1483 ბავშვი სწავლობს.