პანკისის სათემო ორგანიზაციამ პანკისის ხეობის 16 სოფელში ჩაატარა საჭიროებების კვლევა, რომელიც მოსახლეობის სოციალურ, ეკონომიკურ და სამოქალაქო ჩართულობის გამოწვევების გამოვლენას გულისხმობს. კვლევის ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა სამშობლოს თემას, თუ რასთან ასოცირდება პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობისთვის სამშობლო: საქართველოსთან, ჩეჩნეთთან, ორივესთან ერთად თუ სხვა.