პანკისის ხეობაში 1999 წლის შემდეგ ჩეჩნეთიდან ჩამოსულ რამდენიმე ათეულ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა ჯერ კიდევ არ აქვს. მათი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, ნაწილმა კი რუსულ პასპორტზე უარი თქვა, თუმცა საქართველოს მოქალაქეობა მაინც ვერ მიიღო. საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო ადგილობრივები სახელმწიფო პროგრამებით ვერ სარგებლობენ.