დღევანდელ გადაცემაში ვაგრძელებთ საუბარს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის რამდენიმე მექანიზმს ითვალისწინებს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დასახლების საერთო კრებას უკავია.