საქართველოში მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო 2018 წლის 1 იანვრიდან გახდება. დღეს საქართველოში მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული, საიდანაც ნახევარზე მეტის ასაკი 20 წელს აღემატება. ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.