• ჩემი უფლებები – გადაადგილების თავისუფლება

    სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 10:28 view 6720
    ჩემი უფლებები – გადაადგილების თავისუფლება

    11 ოქტომბრის ჩანაწერი (2016 წ) – საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებულია ადამიანის ძირითადი უფლება - გადაადგილების თავისუფლება.

    საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 22-ე მუხლის მიხედვით: ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.

    რას ნიშნავს გადაადგილების თავისუფლება და რომელი სამართლებრივი აქტით არის იგი გარანტირებული, რამდენად ექვემდებარება შეზღუდვებს ეს უფლება? როგორ არის მოწესრიგებული საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესები მოქმედი კანონმდებლობით? რა შემთხვევებში შეიძლება საქართველოს მოქალაქეს უარი ეთქვას საზღვარგარეთ დროებით გასვლაზე?

    გადაცემის სტუმარია:

    გელა შაშიაშვილი - იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]