• ჩემი უფლებები – ვის და როგორ შეუძლია მიწის პრივატიზების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა

    სამშაბათი, 25 ოქტომბერი 2016 18:45 view 6490
    ჩემი უფლებები – ვის და როგორ შეუძლია მიწის პრივატიზების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა

    25 ოქტომბრის ჩანაწერი (2016) – საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით დამტკიცდა ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პრივატიზების სახელმწიფო პროგრამა.

    პროგრამა ვრცელდება მხოლოდ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში (სულ 7 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში) მცხოვრებ იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების საფუძველზე ჩატარებული მიწის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

    დადგენილება სრული მოცულობით ამოქმედდა 2016 წლის 13 აგვისტოდან. დაინტერესებულ პირებს შესაბამის მუნიციპალიტეტში განცხადების წარდგენა კი შეუძლიათ 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

    ვის შეუძლია პრივატიზების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა? რომელ დასახლებებზე ვრცელდება სახელმწიფო პროგრამა? ვის უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა და რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს? რა ფორმით ხდება მიწის პრივატიზება? რა ფართობის პრივატიზებაა შესაძლებელი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში? რამდენს შეადგენს პრივატიზების საფასური?

    სტუდიაში კითხვებს პასუხობს:

    გელა შაშიაშვილი - იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    ამ თემაზე: მიწის პრივატიზების სახელმწიფო პროგრამა

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]