• ჩემი უფლებები – ქორწინების თავისუფლება

    სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 18:06 view 6830
    ჩემი უფლებები – ქორწინების თავისუფლება

    20 დეკემბრის ჩანაწერი (2016 წ) – საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით აღიარებულია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურში.

    როგორც კანონი გვეუბნება, ქორწინების ოფიციალური აღიარებისთვის საჭიროა შემდეგი სამი გარემოება: ა) ქორწინება მიზნად უნდა ისახავდეს ოჯახის შექმნას; ბ) ქორწინება უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი; გ) ქორწინება უნდა იყოს სათანადო წესით რეგისტრირებული.
    კონსტიტუციის 36-ე მუხლის მიზნები და შინაარსი ფართოა. ამ მუხლით დაცული სფერო მოიცავს როგორც დაქორწინებას, ასევე, საოჯახო თანაცხოვრებასა და განქორწინებას.

    ქორწინების თავისუფლება თანაბრად ვრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე.

    რა არის ქორწინება იურიდიული თვალსაზრისით? რას ნიშნავს „ოჯახის“ ცნება ქართული კანონმდებლობის მიხედვით? როგორია ქორწინების თავისუფლებაში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის ფარგლები და რას გულისხმობს იგი კონკრეტულად? რა არის საქორწინო ხელშეკრულება, რა თავისებურებებით ხასიათდება იგი და როგორი წესით უნდა გაფორმდეს? ითვლება თუ არა დანაშაულად ქორწინების თავისუფლების ხელყოფა და რა სახის სასჯელს ითვალისწინებს?

    სტუდიაში კითხვებს პასუხობს:

    გელა შაშიაშვილი - იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]