• ჩემი უფლებები – იძულებითი ქორწინება და მისი სამართლებრივი რეგულირება

    სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017 12:34 view 7967
    ჩემი უფლებები – იძულებითი ქორწინება და მისი სამართლებრივი რეგულირება

    26 სექტემბრის ჩანაწერი (2017 წელი) – საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. იძულებითი ქორწინება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, „ყოველ სრულწლოვან მამაკაცსა და ქალს, რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით ან რაიმე შეზღუდვის გარეშე, უფლება აქვს დაქორწინდეს და შექმნას ოჯახი. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე დასაქორწინებელი მხარის თავისუფალი თანხმობის პირობებში“.

    2011 წელს „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროსაბჭოს კონვენცია (სტამბოლის კონვენცია) მიიღეს, რომელიც იძულებით ქორწინებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ ფორმად განიხილავს. კონვენციას საქართველო 2014 წელს შეუერთდა.

    რას ნიშნავს ქორწინების იძულება? რით განსხვავდება ერთმანეთისგან ე.წ. გარიგებითი და იძულებითი ქორწინება? როგორ ისჯება იძულებითი ქორწინება სისხლის სამართლის წესით და როდის ითვლება დანაშაული დასრულებულად? როგორია საქართველოს სასამართლო პრაქტიკა იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებით?

    გადაცემას უძღვება გელა შაშიაშვილი – იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]