10 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) – კონსტიტუცია ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის და აზრის თავისუფლება. ეს უფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი სხვათა უფლებებს ლახავს.
26 სექტემბრის ჩანაწერი (2017 წელი) – საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. იძულებითი ქორწინება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, „ყოველ სრულწლოვან მამაკაცსა და ქალს, რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით ან რაიმე შეზღუდვის გარეშე, უფლება აქვს დაქორწინდეს და შექმნას ოჯახი. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე დასაქორწინებელი მხარის თავისუფალი თანხმობის პირობებში“.
19 სექტემბრის ჩანაწერი (2017 წელი) – ცივი იარაღის ტარება კანონით აკრძალულია და მისთვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.
22 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) – რას ნიშნავს დაკავება და რა შემთხვევაშია იგი დასაშვები, რა შემთხვევებში დაიშვება პირის დაკავება სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე? ვის აქვს დაკავების უფლება? როგორია დაკავების საპროცესო წესი, ვის უნდა ეცნობოს პირის დაკავების თაობაზე? რა შემთხვევაში გათავისუფლდება დაკავებული პირი? შეუძლია თუ არა სავარაუდო დამნაშავის დაკავება კერძო პირს? რას ითვალისწინებს კანონი პირის უკანონოდ დაკავების შემთხვევაში?