6 დეკემბრის ჩანაწერი (2016 წ) – თანამედროვე მსოფლიოში საკუთრების უფლება საყოველთაოდ აღიარებულია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებად. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულია, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამასთან, იმავე მუხლის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.