3 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) – ადმინისტრაციული პატიმრობა ადმინისტრაციული სახდელებს შორის ყველაზე მკაცრი ღონისძიებაა. იგი გამოიყენება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციული პატიმრობა გათვალისწინებულია დაახლოებით 20-მდე სახის გადაცდომის ჩადენისათვის.