26 დეკემბრის ჩანაწერი (2017 წელი) - საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობა, - სამოქალაქო, ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი, - ინდივიდუალური და მკაცრად პერსონიფიცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პასუხს მხოლოდ მისი ჩამდენი პირი აგებს. თუმცა, კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე საგამონაკლისო შემთხვევას, როდესაც არასრულწლოვანი შვილების მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის პასუხისმგებლობა, სრულად ან ნაწილობრივ, მათ მშობლებსაც ეკისრებათ.