24 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) – ადამიანის სიცოცხლის დაცვა ნებისმიერი სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მიხედვით, „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“. სიცოცხლის უფლება უმნიშვნელოვანესია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ იგი განაპირობებს სხვა უფლებებით სარგებლობას.