28 თებერვლის ჩანაწერი (2017 წელი) – კერძო დავების განხილვა შეჯიბრებითობის პრინციპით წარმოებს - მხარეები ვალდებულნი არიან თვითონ დაამტკიცონ ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც მათი სარჩელი და შესაგებელი ემყარება. შესაბამისად, მაღალი ხარისხისმტკიცებულებების წარდგენა დავის წარმატებით დასრულების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ხშირ შემთხვევაში მტკიცებულების მოპოვების ოპტიმალურ გზას ფაქტის კონსტატაცია, ანუ მისი დადგენა და დოკუმენტურადდაფიქსირება წარმოადგენს.