5 დეკემბრის ჩანაწერი (2017 წელი) - სამუშაო დროის მაქსიმალური ხანგრძლივობა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, კანონის იმპერატიული ნორმებით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ამ ნორმებიდან გადახვევა დაუშვებელია. თუმცა კანონით გათვალისწინებულია გამონაკლისები, როდესაც დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებულისგან უფრო მეტი დროით მუშაობა მოითხოვოს. ასეთ შემთხვევას, კანონის ენაზე, ზეგანაკვეთური სამუშაო ეწოდება.