31 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) - პოლიცია სამართალდამცავი დაწესებულებაა, რომლის უმთავრესი ფუნქციაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაა. პოლიცია ვალდებულია განახორციელოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე სამართალდარღვევებზე რეაგირება. იმავდროულად, პოლიციამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიცვას კანონიერების, თანაზომიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპები.