- თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა;
 - 29 ოქტომბერს, კახეთში კოვიდ-19-ის 61 შემთხვევა დაფიქსირდა;
 - ირაკლი კობახიძე – თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან – კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავალ;
 - ნათია თურნავა – არჩევნებზე ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის და მოსახლეობას რევოლუციები არ სჭირდება;
 - სერგი კაპანაძე – ერთადერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა, რომელიც პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ეს „ქართული ოცნებაა“;
 - თბილისში, „ნაციონალური მოძრაობა“ შემაჯამებელ საპროტესტო აქციას მართავს;
 - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მოქალაქეებისა და მათ შორის ჟურნალისტთა უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკას;
 - საქართველოს მოქალაქეებს, ზამთრის პერიოდში კომუნალური გადასახადები აუნაზღაურდებათ;
 - ეკონომიკის სამინისტრო – სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს;
 - 29 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა +20, ახმეტა +20, თელავი +18, გურჯაანი +17, ლაგოდეხი +20, სიღნაღი +20.
 

