- პანკისის ხეობის სოფელ ომალოში კოვიდ ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა;
 - კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 47 ადამიანამდე გაიზარდა, რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა - 7135;
 - 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა;
 - შსს-ს თანახმად, 24 საათში კოვიდ-შეზღუდვების ფარგლებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის 712 ფაქტი გამოავლინეს;
 - ამირან გამყრელიძე – თუ 24 დეკემბრიდან ყველაფერს გავხსნით, მობილობა სერიოზულად გაიზრდება და ინფიცირების მაჩვენებელი 5000-მდე გაიზრდება;
 - ნათია თურნავა – კორონავირუსის გამო შეზღუდვების უფრო მკაცრ მოდელს არ განვილიხილავთ;
 - თბილისის მერი – მშენებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი იქ განხორციელდა, სადაც არც ერთი ადამიანი ცხოვრობდა;
 - საქართველოში, საცალო ქსელებში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა;
 - „ენმ – ძალა ერთობაშიამ“ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართა;
 - ევროკავშისრის ელჩი – ყველა პარტია თავად უნდა მივიდეს სწორ დასკვნამდე, მაგრამ ახლა ყველამ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ დრო იწურება;
 - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ჩინეთის ქალაქ უხანში ჩასვლას და კორონავირუსის წარმოშობის საკითხის შესწავლას გეგმავს;
 - აშშ-ში კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთოდ და ეფექტურად აღიარეს;
 - 16 დეკემბრის ამინდის პროგნოზი - პანკისის ხეობა +9, ახმეტა +8, გურჯაანი +9, თელავი +9. ლაგოდეხი +9, სიღნაღი +7;
 

