• საინფორმაციო გამოშვება – 22.12.2020

    სამშაბათი, 22 დეკემბერი 2020 22:42 view 1514
    საინფორმაციო გამოშვება – 22.12.2020

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • ქისტი და ქართველი ახალგაზრდები პანკისის ხეობაში 9 ოჯახს დაეხმარნენ;
    • პანკისში კოვიდ 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა;
    • ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 3064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3740 და გარდაიცვალა 42 ადამიანი;
    • რა გადაწყვეტილებები მიიღო მთავრობამ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქებაზე;
    • მირიან გამყრელიძე – მოვუწოდებ მოსახლეობას არ მოდუნდნენ ინფექციის ოდნავი დასტაბილურების ფონზე;
    • ეკატერინე ტიკარაძე – „რემდესივირის“ გაკეთების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის და სულ მცირე ორი ექიმის თანხმობა;
    • პოლიციამ ბოლო 24 საათში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 974 ფაქტი გამოავლინა;
    • ნათია თურნავა – მთავრობის მიერ რეგულაციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბალანსებულია;
    • პარლამენტმა დღეს ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობის მოსმენა განაგრძო;
    • თეა წულუკიანი – ძალიან ძნელად წარმომიდგენია, ჩვენმა გუნდმა იმაზე მეტი და კიდევ რაიმე ახალი შესთავაზოს ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან, ვირე უკვე იქნა შეთავაზებული;
    • როდის გაიმართება და გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ჯერ ისევ უცნობია;
    • სერგი ჩიხლაძე – მმართველ პარტიაში ჯერ კიდევ არის აზრთა სხვადასხვაობა და შესაბამისად ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვერ მოდიან მაგიდასთან ახალი შეთავაზებით;
    • ლევან სილაგავა – მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება;
    • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის;
    • ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაცია 27 დეკემბრიდან დაიწყება;
    • 23 დეკემბრის ამინდის პროგნოზი - პანკისის ხეობა +4, ახმეტა +3, გურჯაანი +6, თელავი +2, ლაგოდეხი +4, სიღნაღი +3;

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]