- 11 წლის ალექსანდრეს, რომელიც ხევისჭალაში ონლაინ გაკვეთილებს ქოხიდან ესწრება, ინტერნეტი მიუყვანეს და კომპიუტერსაც გადასცემენ;
- ხევისჭალელი მოსწავლეების დასახმარებლად „მთის ამბებმა“ კამპანია დაიწყო;
- სოფელ ომალოში, დუმასტურსა და ხალაწანში კოვიდ-ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა;
- ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 1738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1494 და გარდაიცვალა 38 ადამიანი;
- მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქებას პირველ თებერვლამდე არ განიხილავს;
- კოვიდ-ინფიცირებული ამირან გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია;
- პოლიციამ, 24 საათში, კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის 525 პირი დააჯარიმა;
- 1-ლი იანვრიდან შენგენის ზონაში გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს საქართველოდან გამგზავრებამდეც შეამოწმებენ;
- მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება 2021 წლის პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდა;
- 48 საათით ადმინისტრაციული დაკავება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი;
- პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო;
- სემეკის მიერ ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებისთვის დადგენილი ახალი ტარიფები ძალაში იანვრიდან შევა;
- დავით ნარმანია – უწყინარი ჰესები, სადაც საშუალება გვეძლევა, აუცილებლად უნდა აშენდეს და განვითარდეს;
- ხორვატიაში გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი;
- სინგაპურში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო;
- გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს;
- 31 დეკემბრის ამინდის პროგნოზი - პანკისის ხეობა +4, ახმეტა +4, გურჯაანი +6, თელავი +6, ლაგოდეხი +6, სიღნაღი +4;