• weather cur horoscope

    საინფორმაციო გამოშვება – 30.12.2020

    ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2020 22:17 view 430
    საინფორმაციო გამოშვება – 30.12.2020

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • 11 წლის ალექსანდრეს, რომელიც ხევისჭალაში ონლაინ გაკვეთილებს ქოხიდან ესწრება, ინტერნეტი მიუყვანეს და კომპიუტერსაც გადასცემენ;
    • ხევისჭალელი მოსწავლეების დასახმარებლად „მთის ამბებმა“ კამპანია დაიწყო;
    • სოფელ ომალოში, დუმასტურსა და ხალაწანში კოვიდ-ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა;
    • ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 1738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1494 და გარდაიცვალა 38 ადამიანი;
    • მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქებას პირველ თებერვლამდე არ განიხილავს;
    • კოვიდ-ინფიცირებული ამირან გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია;
    • პოლიციამ, 24 საათში, კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის 525 პირი დააჯარიმა;
    • 1-ლი იანვრიდან შენგენის ზონაში გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს საქართველოდან გამგზავრებამდეც შეამოწმებენ;
    • მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება 2021 წლის პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდა;
    • 48 საათით ადმინისტრაციული დაკავება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი;
    • პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო;
    • სემეკის მიერ ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებისთვის დადგენილი ახალი ტარიფები ძალაში იანვრიდან შევა;
    • დავით ნარმანია – უწყინარი ჰესები, სადაც საშუალება გვეძლევა, აუცილებლად უნდა აშენდეს და განვითარდეს;
    • ხორვატიაში გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი;
    • სინგაპურში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო;
    • გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს;
    • 31 დეკემბრის ამინდის პროგნოზი - პანკისის ხეობა +4, ახმეტა +4, გურჯაანი +6, თელავი +6, ლაგოდეხი +6, სიღნაღი +4;

    სიახლეები

    «ქართულმა ოცნებამ» პანკისსა და ქვემო ალვანში მაჟორიტარული არჩევნები წააგო

    პანკისის ხეობაში, ხალაწნისა და ჯოყოლოს მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც აერთიანებს სოფლებს…

    ვინ არიან ახმეტის მერობის კანდიდატები

    ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: „ქართული…

    მოსახლეობას აცრისთვის ყველა პირობას ვუქმნით – ნელი ხიზანიშვილი

    აგვისტოში კახეთში კორონავირუსის 10 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. დაავადებათა კონტროლის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]