- სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო შესწავლა „სამოქალაქო განათლების“ მე-10 კლასის სახელმძღვანელოს სავარჯიშოსთან დაკავშირებით, სადაც „ჩეჩენი ტერორისტია“ ნახსენები;
- პანკისის ხეობაში კოვიდ-ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა;
- საქართველოში, 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2316 ახალი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 382 პირი და გარდაიცვალა 18 ადამიანი;
- ინფიცირების 2316 შემთხვევიდან კახეთში 185 დადასტურდა;
- პაატა იმნაძე – ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან;
- კორონავირუსის ახალი შტამი უკვე ცნობილ შტამთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება;
- დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა;
- სოზარ სუბარი – „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარმოდგენილი რედაქციით დაახლოებით 1000 ადამიანს შეეხება;
- მეათე მოწვევის პარლამენტმა გიორგი გახარიას ადგილმონაცვლედ ლევან მგალობლიშვილს მხარი დაუჭირა;
- სერგო ჩიხლაძე – იმედია გაერთიანებულ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთკომპრომისების გზით შეთანხმება შედგება;
- ირაკლი კობახიძე – მმართველი გუნდის ამოცანაა, ჯანსაღ და რადიკალურ ოპოზიციას შორის მკაფიო ზღვარი გაივლოს;
- არჩილ თალაკვაძე – ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში;
- გაერთიანებულმა სამეფომ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობით საფრანგეთს გაუსწრო;
- საფრანგეთის ხელისუფლებას საზოგადოება ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს;
- თურქმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ხელსაწყო, რომელსაც კოვიდ-19-ის ვირუსის გამოვლენა ათ წამში შეუძლია;
- ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირება არ განხორციელდება;
- ევროკომისია ირანის მიერ ურანის 20%-მდე გამდიდრების პროცესის დაწყებით უკიდურესად შეშფოთებულია;
- 6 იანვარის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა +6, ახმეტა +6, გურჯაანი +6, თელავი +4, ლაგოდეხი +4, სიღნაღი +2;