• weather cur horoscope

    საინფორმაციო გამოშვება – 05.01.2021

    სამშაბათი, 05 იანვარი 2021 20:46 view 483
    საინფორმაციო გამოშვება – 05.01.2021

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო შესწავლა „სამოქალაქო განათლების“ მე-10 კლასის სახელმძღვანელოს სავარჯიშოსთან დაკავშირებით, სადაც „ჩეჩენი ტერორისტია“ ნახსენები;
    • პანკისის ხეობაში კოვიდ-ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა;
    • საქართველოში, 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2316 ახალი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 382 პირი და გარდაიცვალა 18 ადამიანი;
    • ინფიცირების 2316 შემთხვევიდან კახეთში 185 დადასტურდა;
    • პაატა იმნაძე – ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან;
    • კორონავირუსის ახალი შტამი უკვე ცნობილ შტამთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება;
    • დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა;
    • სოზარ სუბარი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარმოდგენილი რედაქციით დაახლოებით 1000 ადამიანს შეეხება;
    • მეათე მოწვევის პარლამენტმა გიორგი გახარიას ადგილმონაცვლედ ლევან მგალობლიშვილს მხარი დაუჭირა;
    • სერგო ჩიხლაძე იმედია გაერთიანებულ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთკომპრომისების გზით შეთანხმება შედგება;
    • ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის ამოცანაა, ჯანსაღ და რადიკალურ ოპოზიციას შორის მკაფიო ზღვარი გაივლოს;
    • არჩილ თალაკვაძე ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში;
    • გაერთიანებულმა სამეფომ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობით საფრანგეთს გაუსწრო;
    • საფრანგეთის ხელისუფლებას საზოგადოება ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს;
    • თურქმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ხელსაწყო, რომელსაც კოვიდ-19-ის ვირუსის გამოვლენა ათ წამში შეუძლია;
    • ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირება არ განხორციელდება;
    • ევროკომისია ირანის მიერ ურანის 20%-მდე გამდიდრების პროცესის დაწყებით უკიდურესად შეშფოთებულია;
    • 6 იანვარის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა +6, ახმეტა +6, გურჯაანი +6, თელავი +4, ლაგოდეხი +4, სიღნაღი +2;

    სიახლეები

    «ქართულმა ოცნებამ» პანკისსა და ქვემო ალვანში მაჟორიტარული არჩევნები წააგო

    პანკისის ხეობაში, ხალაწნისა და ჯოყოლოს მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც აერთიანებს სოფლებს…

    ვინ არიან ახმეტის მერობის კანდიდატები

    ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: „ქართული…

    მოსახლეობას აცრისთვის ყველა პირობას ვუქმნით – ნელი ხიზანიშვილი

    აგვისტოში კახეთში კორონავირუსის 10 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. დაავადებათა კონტროლის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]