- პანკისში გამართული აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ ამნისტია ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებულებსაც შეეხოს;
- პანკისის ხეობაში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ დასტურდება;
- „ლიბერთი ბანკის“ ახმეტის ფილიალის თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა;
- თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „რემდესივირით“ მკურნალობა 33 პაციენტს დაენიშნა, მათგან 22-მა კურსი უკვე დაასრულა;
- კორონავირუსული ინფექცია კიდევ ოთხ პატიმარს დაუდასტურდა;
- 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი ახლოურს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა;
- აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო აცხადებს, რომ ხანძრების ლიკვიდაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხეს;
- Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალი, ე.წ. ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტურად მუშაობს;
- პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის ორი მინისტრი კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის გამო, თანამდებობას ტოვებს;
- 9 იანვარის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა +10, ახმეტა +10, გურჯაანი +9, თელავი +8, ლაგოდეხი +8, სიღნაღი +7;