- რა პრობლემებს ქმნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის – თამარ გოზალიშვილის ჩართვა;
- პანკისის ხეობაში კოვიდ-ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა;
- ქვეყნის მასშტაბით, 24 საათში, კორონავირუსის 1857 ახალი შემთხვევა დადასტურდა;
- მთავრობასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა;
- „ამნისტიის შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა;
- საქართველოს გენერალური პროკურორის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო;
- გიგი წერეთელი – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა კიდევ უფრო შეამცირებს მმართველი პარტიის მხარდაჭერას;
- ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ბალანსზე ჯამში 26 ობიექტი გადააფორმა, 2 ობიექტი კი გადაფორმების პროცესშია;
- დავით სერგეენკოს ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ახალი სახე იქნება;
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერი ამბობს, რომ კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა 2021 წელს ვერ მოხდება;
- მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 91 მილიონს გადააჭარბა;
- დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი წარადგინეს;
- 13 იანვარის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა +8, ახმეტა +8, გურჯაანი +9, თელავი +8, ლაგოდეხი +8, სიღნაღი +7;