• საინფორმაციო გამოშვება – 18.01.2021

    ორშაბათი, 18 იანვარი 2021 23:24 view 1665
    ფოტოზე - მოკლული იბრაჰიმ ქავთარაშვილი ფოტოზე - მოკლული იბრაჰიმ ქავთარაშვილი

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • მეორე დღეა პანკისში 45 წლის სიმონ მარგოშვილს, იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობის გამო ეძებენ. მოკლულს დანით 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული;
    • მანანა ნადიბაიძე - ახმეტის მუნიციპალიტეტის 23 სკოლაში 18 იანვრიდან სწავლა ისევ დისტანციურად წარიმართება, თუმცა ზუსტად არ ვიცით რა მოხდება 1 თებერვლიდან;
    • დაიწყეს თუ არა ონლაინ მეცადინეობა მოსწავლეებმა ხევისჭალიდან და დედისფერულიდან? - თამარ გოზალიშვილის ჩართვა;
    • რატომ ითიშება ელექტროენერგია ხშირად ახმეტის მუნიციპალიტეტში და ელექტროენერგიის ხშირი შეწყვეტით გაფუჭებული ტექნიკის საფასურს გადაიხდის თუ არა „ენერგო-პრო ჯორჯია“? - რამზან გორგიშვილის ჩართვა;
    • ბოლო 24 საათში, პანკისის ხეობაში კოვიდ ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა, მთლიანად საქართველოში კი ვირუსით 110 ადამიანი დაავადდა;
    • საქართველოში, კოვიდ პანდემიის შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1107 ფაქტი გამოვლინდა;
    • ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინის პირველი დოზების მიღება 2021 წლის პირველ კვარტალში დაიწყება;
    • ამირან გამყრელიძე - შეზღუდვების მოხსნის პროცესი განათლების სექტორიდან უნდა დაიწყოს;
    • ირაკლი კობახიძე - ვიმუშავებთ საარჩევნო რეფორმაზე და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ახალი კანონმდებლობით ჩატარდება;
    • „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი „სტრატეგია აღმაშენებელს“ შეხვედრას სთავაზობს, თუმცა გიორგი ვაშაძე ინდივიდუალურ შეხვედრას არ თანხმდება;
    • რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში დაბრუნებისთანავე, აეროპორტში დააკავეს;
    • დიდ ბრიტანეთში, კოვიდ -19 ვაქცინის პირველი დოზა 3,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა;
    • 18 იანვრის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა +6, ახმეტა +6, გურჯაანი +9, თელავი +7, ლაგოდეხი +8, სიღნაღი +7;

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]