- ახმეტის საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტი საჯარო განხილვების გარეშე მიიღო;
- შაქრო ტერტერაშვილი - „ახმეტის 2021 წლის ბიუჯეტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა“;
- თეიმურაზ ბოდაველი - „ბიუჯეტი სასწრაფო წესით გაიტანეს, კითხვაც არ დასმულა. მონური საკრებულოა!“;
- რამაზ ბაღაკაშვილი - „ბიუჯეტის მიღებაზე ხალხი არ მოვიდა. შენიშვნა არავის არ ჰქონია“;
- კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი - „ახალი გრანტების შესახებ ინფორმაცია თებერვალში გახდება ცნობილი“.
- ბოლო 24 საათში კახეთში კოვიდ ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა დადასტურდა;
- თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება;
- ამირან გამყრელიძე - „კორონავირუსგადატანილი პაციენტების ნაწილი შემდგომი გართულებების გამო საავადმყოფოებს განმეორებით საქართველოშიც მიმართავს“;
- საქართველოში, კოვიდ პანდემიის შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოვლინდა;
- პოლიტიკური პარტია „ლელო“ – „პარტია არ განიხილავს ელისაშვილთან ინდივიდუალურ შეხვედრას“;
- ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია - „პურის ფასი პირველ აპრილამდე არ გაიზრდება“;
- ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს ხვალ დაუზუსტებენ;
- გუშინ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.
- საქართველოში ელექტრო ენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი „ენგურჰესი“ 20 იანვრიდან 3 თვით გაჩერდება;
- ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისთვის 8 წლიან პერიოდს შესთავაზებს;
- თურქეთმა, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 238 ადამიანის დაკავების განკარგულება გასცა.
- 20 იანვრის ამინდის პროგნოზი - პანკისის ხეობა +2, ახმეტა +2, გურჯაანი +4, თელავი +2, ლაგოდეხი +2, სიღნაღი +2;