• საინფორმაციო გამოშვება – 25.01.2021

    ორშაბათი, 25 იანვარი 2021 21:51 view 1356
    საინფორმაციო გამოშვება – 25.01.2021

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • 45 წლის სიმონ მარგოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. იგი სოფელ დუისში 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული;  
    • 26 იანვარს, 11:00-დან 17 საათამდე, ელექტროენერგია შეუწყდება ახმეტის მუნიციპალიტეტის 6 სოფელს: ომალო, ქვემო ხალაწანი, ზემო ხალაწანი, შუა ხალაწანსი, დუისი და ბაბანეური;  
    • ჯოყოლოში მდებარე ეთერ ციხესაშვილის საოჯახო სასტუმრომ booking.com-საგ ჯილდო მიიღო;
    • ახმეტის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ჯერ არ დაწყებულა. ამ პროგრამის განსახორციელებლად, საქართველოს 3700-მდე სოფლისთვის 40 მილიონი ლარია გამოყოფილი;
    • ბოლო 24 საათში, პანკისის ხეობაში კოვიდ ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა;
    • 24 იანვარს, პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების დარღვევის გამო 729 პირი დაჯარიმდა;
    • ამირან გამყრელიძე - კომენდანტის საათის მოხსნა, დამოკიდებულია იმაზე, თებერვალში როგორი ეპიდვითარება იქნება;
    • 2 თებერვალს, პარლამენტი კენჭს უყრის ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს;
    • NDI კვლევა - წამლების საფასური, საქართველოს მოსახლეობის 46%-თვის ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი პრობლემაა;
    • ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან უნდა წაიღოს;
    • გერმანია პირველი ქვეყანა გახდება ევროკავშირში, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ ანტისხეულებს გამოიყენებს;
    • 26 იანვრის ამინდის პროგნოზი - პანკისის ხეობა +13, ახმეტა +12, თუშეთი +4, თელავი +11, ლაგოდეხი +9, სიღნაღი +9, საგარეჯო +9.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]