- კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კახაბერ მურადაშვილი დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ზურაბ ბერიკაშვილი შეცვალა;
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ კუწახტის მოსახლეობას სანიაღვრე სისტემების პრობლემის მოგვარება და ავტობუსის მოსაცდელის დაყენება სურთ. ჯერ უცნობია ადგილობრივი ხელისუფლება როდის შეხვდება მოსახლეობას;
- ბოლო 24 საათში პანკისის ხეობაში კოვიდ ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. კახეთში კი 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
- ამირან გამყრელიძე – იანვარის თვეში საქართველოში კორონავირუსით;
- სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს გადასახადების განახევრების მოთხოვნით;
- კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 8,5%-ია;
- საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე სარესტორნო სექტორის გახსნას კოვიდ პანდემიის მაღალი რისკის გამო არ გეგმავს;
- კოვიდ რეგულაციებით დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1131 შემთხვევა დაფიქსირდა;
- პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე 1.3 მილიონი ლარია დახარჯული;
- ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს;
- დღეს, პარლამენტმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვა დაიწყო;
- 28 იანვრის ამინდის პროგნოზი - პანკისის ხეობა +11, ახმეტა +11, თუშეთი -1, თელავი +12, ლაგოდეხი +12, სიღნაღი +11; საგარეჯო +11, თბილისი +13;