• საინფორმაციო გამოშვება – 03.02.2021

    ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021 20:36 view 1630
    საინფორმაციო გამოშვება – 03.02.2021

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • ახმეტის მერია 275 000 ლარად 4 ახალი ავტომობილის შეძენას გეგმავს. დღეს, ახმეტის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა;
    • თელავის ორი სკოლის მოსწავლეებს კოვიდ-19 დაუდასტურდათ;
    • ახმეტის მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა. სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა;
    • პანკისის ხეობის სოფელ დუისში 12-მა მასწავლებელმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა. არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა;
    • პანკისის ხეობიდან ახმეტის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა. მგზავრობის ტარიფი არ შეცვლილა;
    • მუხმად მუთოშვილმა საცხენოსნო ტურების მცირე ბიზნესში, პანდემიის გამო, 10 000 ლარამდე შემოსავალი დაკარგა;
    • თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის ასამუშავებლად მძღოლები და ტექნიკური პერსონალი გადამზადდა;
    • ბოლო 24 საათში, პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის 680 ფაქტი გამოვლინდა;
    • საქართველოში, თებერვლის ბოლომდე ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნება და 15 000-მდე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ჩაუტარდება;
    • 6 თებერვლიდან რესტორნების გახსნას მეპატრონეები თვითნებურად გეგმავენ.
    • „საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 27%-ით, თევზეული 10%-ით, რძის ნაწარმი 9%-ით და პური 7.5%-ით გაძვირდა;
    • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირებისთვის, აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენებას ფერმერები 2021 წლის 20 მაისამდე შეძლებენ;
    • სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელები 200 ლარიანი სუბსიდიით 2021 წლის 20 მაისამდე ისარგებლებენ;
    • მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 104.6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა;
    • 4 თებერვლის ამინდის პროგნოზი - პანკისის ხეობა +12, ახმეტა +12, თუშეთი +3, თელავი +11, ლაგოდეხი +15, სიღნაღი +13; საგარეჯო +13, თბილისი +14;

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]