- სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დუისისთვის 20 000 ლარია გათვალისწინებული, ჯოყოლო-ბირკიანისთვის 16 000, ხოლო ძიბახევისთვის - 10 000 ლარი;
- სკოლებში, მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახდა;
- მატნის პირველ საჯარო სკოლაში ერთი კლასი დისტანციურ სწავლებაზეა. ინფიცირების შემთხვევის გამო, ამ რეჟიმით გრძელდება სწავლა აწყურის სკოლაშიც;
- პანკისის ხეობაში კოვიდ კოვიდ-ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა, კახეთში კიდევ 38 პირი დაინფიცირდა;
- ბოლო 24 საათში კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის 687 პირი დაჯარიმდა;
- თბილისის მერი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლის მცდელობის 524 ფაქტი გამოვლინდა, 3790 მგზავრს კი პირბადის ტარებასთან დაკავშირებით გაფრთხილება მიეცა;
- ამნისტიის შედეგად ამ დრომდე 189 პატიმარი გათავისუფლდა;
- იტალიის პოლიციამ საქართველოს 23 მოქალაქე დააკავა;
- დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო და მის გაგრძელებას მხარი დაუჭირა;
- გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 17%-ით შემცირდა;
- 11 თებერვლის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა +12, ახმეტა +12, თუშეთი +4, თელავი +12, ლაგოდეხი +13, სიღნაღი +12; საგარეჯო +12, თბილისი +11;