- ჯოყოლოში, ბირკიანსა და ძიბახევში დღეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა;
- გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმების მსურველმა უნდა იცოდეს გერმანული ან ინგლისური ენა ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე;
- დიდთოვლობის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა;
- პანკისის ხეობაში კოვიდ-ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა, ხოლო კახეთში „კოვიდ-19“ ჯამში 74 ადამიანს დაუდასტურდა;
- პოლიციამ კოვიდ-რეგულაციების დარღვევის კიდევ 512 შემთხვევა გამოავლინა;
- ბიზნესი „კომენდანტის საათის“ ორი საათით გადაწევას და შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვას ითხოვს;
- ღია სივრცეებში პირბადის ტარების განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარი იქნება;
- ქობულეთში, 14 წლის ბავშვის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბაბუას პატიმრობა შეუფარდა;
- 18 თებერვლის ამინდის პროგნოზი: პანკისი +2, ახმეტა +2, თელავი +1, ლაგოდეხი +3, სიღნაღი 0, საგარეჯო +1, თბილისი -1.