• საინფორმაციო გამოშვება – 22.02.2021

    ორშაბათი, 22 თებერვალი 2021 19:32 view 2108
    საინფორმაციო გამოშვება – 22.02.2021

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • ხვალ, 23 თებერვალს, პანკისის სათემო რადიოში, საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება;
    • სოფელ საკობიანოში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა – თაკო გოზალიშვილის ჩართვა;
    • პანკისის ხეობაში კოვიდ-ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა;
    • პანკისის ხეობაში კორონავირუსზე მასწავლებლების და სკოლების სხვა თანამშრომლების ტესტირება დაიწყო;
    • ბოლო დღე-ღამეში კახეთში „კოვიდ-19“ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, ქვეყნის მასშტაბით კი, ჯამში, 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
    • კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო, პოლიციამ 618 ადამიანი დააჯარიმა;
    • ამ კვირაში გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს – ირაკლი ღარიბაშვილი;
    • საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში 2019 წელს მომხდარ მკვლელობაზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა;
    • ყვარელში სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს;
    • დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენს;
    • არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში ოთხი დეპუტატი იქნება;
    • „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, 25 თებერვალს დაგეგმილი აქცია დროებითაა გადადებული და თუ მმართველი გუნდი მოლაპარაკებებზე არ წამოვა, აქციები გაგრძელდება.
    • 22 თებერვლის მდგომარეობით, გერმანიაში დასაქმების სურვილი 86 395-მა ადამიანმა გამოთქვა;
    • 10 000 კვების ობიექტიდან მხოლოდ 700-მდე მუშაობს – „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი;
    • მთიანი ყარაბაღის საომარ ზონაში ცხედრების სამძებრო სამუშაოები განუსაზღვრელი ვადით არის შეჩერებული;
    • მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 112 მილიონს გადააჭარბა;
    • 23 თებერვლის ამინდის პროგნოზი: პანკისი +8, ახმეტა +3, თუშეთი -4, თელავი +5, ლაგოდეხი +7, სიღნაღი +7, საგარეჯო +5, თბილისი +7.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]