პანკისის სათემო რადიოს მიერ მომზადებულ გამოკითხვაში, ისინი ხეობაში ახალგაზრდული ცენტრის საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღებას, სადაც დასვენებისა და განვითარების შესაძლებლობა ექნებოდათ. გოგონების თქმით, მათ სპორტდარბაზიც სჭირდებათ, სადაც ბიჭების მსგავსად, ვარჯიშს შეძლებდნენ.
რა რესურსი არსებობს ხეობაში ახალგაზრდების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? რა აქტივობებს ახორციელებს ამ მიმართულებით კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი?
სტუდიაში გადაცემის სტუმარია:
ლუიზა მუთოშვილი – კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი;
გადაცემას უძღვება – ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ქებაძე. გადაცემაზე მუშაობდნენ – მარინა აბდულაევა, ნატა ქავთარაძე და მალიქა ქუშანაშვილი.
პროექტს ახორციელებს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ PH International-ის GE CALLS-ის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით.