14 სექტემბრის ჩანაწერი (2016 წ) – პანკისის სათემო რადიომ წინასაარჩევნო დებატები გამართა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ახმეტის საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები მოიწვია.
საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს არის დანიშნული. ამ დროისთვის ახმეტისა და თელავის N28 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატები ოფიციალურად ხუთ პარტიას ჰყავს წარდგენილი. „ნაციონალურ მოძრაობიდან“ კენჭს შაქრო ტერტერაშვილი იყრის, „ქართული ოცნებიდან“ - გელა სამხარაული, რესპუბლიკური პარტიიდან - ლევან ქინქლაძე, ლეიბორისტული პარტიიდან - გია გორთამაშვილი, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ - ოთარ კვირიკაშვილი.