• რადიოკაფე – COVID-19-ის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

    ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021 10:41 view 1424
    რადიოკაფე – COVID-19-ის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

    გასულ წელს ჩატარებულმა კვლევამ – „COVID-19 და ფსიქიკური ჯანმრთელობა საქართველოში“ – პანდემიასთან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გავრცელების მაღალი დონე აჩვენა.

    ადაპტაციის აშლილობის ნიშნები გამოვლინდა გამოკითხული ქალების 40.7% და მამაკაცების 31.0%-ში; დეპრესიის სიმპტომები – ქალების 30.3% და მამაკაცების 25.27%-ში; შფოთვითი აშლილობის ნიშნები ქალების 23.9% და მამაკაცების 21.0%-ში; პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები ქალთა 11.8% და მამაკაცების 12.5%-ში.

    რა გავლენას ახდენს კოვიდპანდემია ადამიანების, მათ შორის, ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? როგორ აფასებენ ამ შედეგებს ფსიქოლოგები? რას აკეთებს და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ საზოგადოების ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად? რა რჩევები აქვთ სპეციალისტებს?

    გადაცემაში „რადიოკაფე“ საუბრობენ:

    მაია ცირამუა – ბავშვთა ფსიქოთერაპევტი;

    ნინა გოგოხია – ფსიქოთერაპევტი;

    გადაცემის წამყვანია ლუიზა მუთოშვილი – სამოქალაქო აქტივისტი, პედაგოგი, პანკისის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე.

    სიახლეები

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…

    სტრასბურგმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“…

    კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და მითები - ინტერვიუ შოთა რაინაულთან

    ექიმი-ინფექციონისტი შოთა რაინაული გადაცემაში საუბრობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ, ფართოდ…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]