• რადიოკაფე – რელიგიური ტრანსფორმაცია პანკისელ ქისტებში

    სამშაბათი, 18 მაისი 2021 14:18 view 6060
    რადიოკაფე – რელიგიური ტრანსფორმაცია პანკისელ ქისტებში

    თანამედროვე პანკისის რელიგიური სურათი კომპლექსური ისტორიული, პოლიტიკური და სოციალური პროცესების ფონზე ჩამოყალიბდა. მიგრირებული ქისტების ძირითადი ნაწილი იმ ადგილებიდან წამოვიდა, სადაც ისლამი ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული.

    მე-19 საუკუნეში რუსეთის კოლონიური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო ჩრდილო კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელება, რის ფარგლებშიც 1886 წელს ქრისტიანული ეკლესიის გაძლიერებული მისიონერული მოღვაწეობის შედეგად დაიწყო ქისტი მოსახლეობის იძულებითი გაქრისტიანება, რასაც მოჰყვა მონათვლის გამო მოსახლეობის ნაწილის ტყეში გახიზნვა. 

    როგორი იყო რელიგიის ისტორიული, სოციალური და პოლიტიკური საკითხები პანკისელ ქისტებში მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე? როგორ გაძლიერდა ისლამი და სალაფიზმი 90-იანი წლებიდან? სტიგმა „საშიში პანკისი“ და რა კავშირი აქვს მას ისლამთან?

    გადაცემის სტუმრები არიან:

    ნაზიკო ბორჩაშვილი – ისტორიკოსი;

    მაია ბარქაია – მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 

    გადაცემის წამყვანია ლუიზა მუთოშვილი – სამოქალაქო აქტივისტი, პედაგოგი, პანკისის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]