პანკისის ხეობის 15 სოფელში მოსახლეობის ბოლო, 2014 წლის აღწერით, 6 738 ადამიანი ცხოვრობს. ხეობის მოსახლეობის 60 %-ზე მეტი სოციალურად დაუცველი და საარსებო შემწეობის მიმღებია. ხეობა მცირემიწიანია, რის გამო არ არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, მდინარის ორივე ნაპირას სოფლებია და დანარჩენი ტყეს, დაცულ ტერიტორიებს უკავია. პანკისს ესაზღვრება ილტოს ხეობა, სადაც ასევე მძიმეა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ხეობის 7 სოფლიდან 2 უკვე ნასოფლარია, 5 სოფელში კი მხოლოდ 100-მდე ადამიანი ცხოვრობს.
„დღეს რისთვისაც პანკისში ტურისტები ჩამოდიან, ეს არის ბუნება, სუფთა ჰაერი და ადგილობრივი კულტურა. თუ ხეობაში ჰესების მშენებლობა განახლდა, ეს შეაფერხებს ტურიზმის განვითარებას და პერსპექტივა აღარ გვექნება. ოთხი-ხუთი ჰესით დამძიმებულ პატარა ხეობაში ტურიზმი ვეღარ განვითარდება“, - ნაზი დაქიშვილი, 32 წლის, ჯოყოლოს მკვიდრი.