ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად უნდა გააკეთონ არჩევანი, ვის ანდობენ საკუთარი სოფლის მართვას. გადაცემაში არჩევნებში ქალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ.
გადაცემის თემაა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები. რა არის პეტიცია, რა შემთხვევებშია შესაძლებელი პეტიციის მომზადება და საკრებულოში წარდგენა, როგორ და რა ვადაში უნდა განიხილოს საკრებულომ პეტიცია, რა ვალდებულებებს აწესებს კანონი.