„ქალს განათლება არ სჭირდება“; „ქალმა ქმარს, ბავშვებს, ოჯახს უნდა მოუაროს“; „თბილისში სასწავლებლად გაშვებული გოგო პატიოსანი აღარ იქნება“, – პანკისში არსებული ამ სტერეოტიპების მიუხედავად, ბოლო ორი წლის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებლებში ხეობიდან უფრო მეტი გოგონა ჩაირიცხა (33), ვიდრე ბიჭი (19). სულ ამ პერიოდში ხეობის მასშტაბით საშუალო სკოლა 113–მა ახალგაზრდამ დაამთავრა.