სად არიან დასაქმებულები პანკისელი ქალები და რა სირთულეებია ხეობაში დასაქმების კუთხით? ახერხებენ თუ არა ქალები პროფესიით დასაქმებას და რას აქცევენ ყურადღებას პროფესიის შერჩევის დროს? რა როლი აქვს პროფესიულ განათლებას უმუშევრობის დაძლევაში?
„ქალს განათლება არ სჭირდება“; „ქალმა ქმარს, ბავშვებს, ოჯახს უნდა მოუაროს“; „თბილისში სასწავლებლად გაშვებული გოგო პატიოსანი აღარ იქნება“, – პანკისში არსებული ამ სტერეოტიპების მიუხედავად, ბოლო ორი წლის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებლებში ხეობიდან უფრო მეტი გოგონა ჩაირიცხა (33), ვიდრე ბიჭი (19). სულ ამ პერიოდში ხეობის მასშტაბით საშუალო სკოლა 113–მა ახალგაზრდამ დაამთავრა.
"ქალების სიტყვა", ხასო ხანგოშვილის საავტორო გადაცემა, "მთა და ლიტერატურა", "მთის კიდობანი" - პანკისის სათემო რადიო WAY-მ ახალი გადაცემების მომზადება დაიწყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად უნდა გააკეთონ არჩევანი, ვის ანდობენ საკუთარი სოფლის მართვას. გადაცემაში არჩევნებში ქალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ.