• თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და პანკისში მამისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული სამი პირიდან, ისლამ ფარეულიძესა და ადამ ბაღაკაშვილს პატიმრობა, ხოლო არასრულწლოვანს გირაო შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით.

    სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლე გოგონებისთვის იმის მოთხოვნა, რომ სკოლაში ქალის ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავის (ჰიჯაბის) გარეშე იარონ, გაუმართლებლად ზღუდავს მოსწავლის რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლებას.

    საქართველოს სახალხო დამცველმა საზღვრის კვეთის დროს რელიგიური ნიშნით მუსლიმთა პირდაპირი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და შემომსვლელ და გამსვლელ პირთა სავიზო/საბაჟო კონტროლის დისკრიმინაციის გარეშე გატარების უზრუნველყოფა დაევალათ. ამასთან, უწყებებმა რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპების შესახებ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, თანამშრომლები ეტაპობრივად უნდა გადაამზადონ.

    4 აპრილის ჩანაწერი (2017 წელი) – 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელიც 7 მაისს გამოქვეყნდა და მაშინვე შევიდა ძალაში. ამ კანონის თანახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია ანდა წაქეზება, იძულება ან ხელშეწყობა ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციისკენ.

    კატეგორია ჩემი უფლებები

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]