ახმეტის საკრებულომ 2017 წლის პირველ მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს ჩატარდა, ის დადგენილება გააუქმა, რომლითაც მეტროპოლიტენის სადგურების, საბაგირო გზებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი იყო განსაზღვრული.
2016 წლის 5 დეკემბერს ახმეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე მიიღო №22 დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი, მათ შორის ახმეტის ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებისა და გადასაჯდომი კვანძებისათვის სახელწოდების მინიჭების წესები. დადგენილება უკვე გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.