• ახმეტის საკრებულომ მეტროს სახელდების შესახებ დადგენილება გააუქმა

    სამშაბათი, 03 იანვარი 2017 11:21 view 3578
    ახმეტის საკრებულომ მეტროს სახელდების შესახებ დადგენილება გააუქმა

    ახმეტის საკრებულომ 2017 წლის პირველ მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს ჩატარდა, ის დადგენილება გააუქმა, რომლითაც მეტროპოლიტენის სადგურების, საბაგირო გზებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი იყო განსაზღვრული.

    საკრებულომ სრულად გაიზიარა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილობითი მითითება და აღნიშნული დადგენილება არარა სამართლებრივ აქტად გამოაცხადა.

    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, სამართლებრივი აქტი არარად, ანუ იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის არმქონედ იმ შემთხვევებში მიიჩნევა, თუ: შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

    შეგახსენებთ, რომ დადგენილება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის შესახებ ახმეტის საკრებულომ 2016 წლის 5 დეკემბერს მიიღო. დადგენილების პროექტს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა - 27-მა დეპუტატმა დაუჭირა.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]