• „ჩემი შვილი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. გვარებს შორის დაპირისპირება ჰესების გამო დაიწყო. ვისური ამის გამო მოკლა დაჯგუფებამ, ვახო ფარეულიძის იარაღით არის მოკლული. პოლიციელების თვალწინ მოკლეს. ამ ბანდას იარაღის მთელი არსენალი ჰქონდა. მანქანა დაცხრილეს, 45 ტყვია აქვს მოხვედრილი. მკვლელობამდე ჩვენი გვარის რამდენიმე წარმომადგენელს სცემეს, ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებდა. მაგათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე მფარველობთ“, - აცხადებს პანკისის ხეობაში მოკლული, 37 წლის ვისური მუთოშვილის დედა, თამარ მუთოშვილი-ტოხოსაშვილი პანკისის სათემო რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

    პოლიციამ პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა, 35 წლის შმაგი (ასლან) მუთოშვილი დააკავა. მას ორი ან მეტის პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან. შმაგი მუთოშვილი დანაშაულს არ აღიარებს. ახლობლები მოკლულის ძმის დაკავებას მკვლელობაში მსჯავრდებულების ოჯახებთან შერიგებაზე უარის თქმას უკავშირებენ.

    კატეგორია საზოგადოება

    ღამის 12 საათისთვის სროლა იყო პანკისის ხეობის სოფელ დუისში. პანკისის სათემო რადიო WAY-ის ინფორმაციით, ისროლეს მურად ქავთარაშვილის მისამართით, რომელიც თბილისიდან ახალი ჩამოსული იყო და სახლში შედიოდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში მურად ქავთარაშვილის მშობლები იმყოფებოდნენ. სახლს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.

    კატეგორია საზოგადოება

    კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას, 1982 წელს დაბადებული ვისო მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი.

    კატეგორია საზოგადოება

    მეხუთე დღეა, მუთოშვილების ოჯახში, ადრე დილიდან გვიან ღამემდე ხალხის ნაკადი არ წყდება. სამძიმრის სათქმელად პანკისის ხეობის ყველა სოფლიდან მიდიან. ხუთი შვილის მამა, 36 წლის ვისო მუთოშვილი 27 ნოემბერს, შუადღეს მოკლეს. შეიარაღებული ჯგუფის წევრები მუთოშვილებს თავს სოფელ საკობიანოს გადასახვევთან დაესხნენ. სროლა 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თვალწინ ჩაცხრილეს ერთი და დაჭრეს სამი ადამიანი. დანაშაულის აღსაკვეთად პოლიციამ არაფერი გააკეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

    კატეგორია საზოგადოება

    3 ოქტომბრის ჩანაწერი (2016 წ) – გადაცემის თემაა პანკისელი ქალების მიერ ოჯახური და სამოქალაქო დავების გადაწყვეტის გზები. როგორ წყდება პანკისში ოჯახური დავების დროს შვილებთან დაკავშირებული საკითხები,  რა მდგომარეობაა ხეობაში დედის უფლებებთან დაკავშირებით და იყენებენ თუ არა ქალები კანონმდებლობით გათვალისწინებულ მექანიზმებს.

    კატეგორია ჩემი უფლებები

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]