სირიაში პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, 44 წლის ადამ (გურამ) გუმაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ გუმაშვილის ოჯახსა და ნათესავებს გარდაცვლილის ცოლმა დღეს, დილით, სირიიდან შეატყობინა. ჯოყოლოში, გუმაშვილის ოჯახში სამძიმარს იღებენ.
„ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით (დაქტილოსკოპიური კვლევით), დადგენილ იქნა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია“, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
სირიაში, საბრძოლო მოქმედებების დროს, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი 21 წლის სულთან გუმაშვილი დაიღუპა. სულთან გუმაშვილი პანკისის უხუცესთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის, ქისტი პოეტის სულეიმან გუმაშვილის შვილიშვილია. სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებშია სულთან გუმაშვილის მამა ადამ გუმაშვილიც, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი პირია.