• სირიაში 21 წლის სულთან გუმაშვილი დაიღუპა

    ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2016 11:40 view 10138
    სირიაში 21 წლის სულთან გუმაშვილი დაიღუპა

    სირიაში, საბრძოლო მოქმედებების დროს, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი 21 წლის სულთან გუმაშვილი დაიღუპა. სულთან გუმაშვილი პანკისის უხუცესთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის, ქისტი პოეტის სულეიმან გუმაშვილის შვილიშვილია. სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებშია სულთან გუმაშვილის მამა ადამ გუმაშვილიც, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი პირია.

    პანკისის სათემო რადიო WAY–ის ინფორმაციით, სულთან გუმაშვილი საქართველოდან სირიაში თურქეთის გავლით, 2013 წელს წავიდა. მაშინ ის 18 წლის იყო. სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში სწავლობდა, თუმცა სკოლა არ დაუმთავრებია. სკოლის დირექტორი ნაზო ბორჩაშვილი ამბობს, რომ მოსწავლეთა სიიდან გამოუცხადებლობის გამო ამორიცხეს.

    სირიაში სულთან გუმაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა პანკისის უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელმა ზაურ გუმაშვილმა, რომელიც დაღუპულის პაპის, სულეიმან გუმაშვილის ძმაა.

    პანკისიდან სირიაში რამდენიმე ათეული პირი იბრძვის, მათ შორის, დადასტურებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში უკვე 21 პანკისელი დაიღუპა:

    21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო, 2016 )

    30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი, 2016)

    34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი, 2016)

    26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი, 2016)

    39 წლის ომარ მარგოშვილი (ივნისი, 2016)

    22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი (ივნისი, 2016)

    39 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი, 2016)

    24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი, 2016)

    22 წლის მუხმად თურქოშვილი (იანვარი, 2016)

    23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი, 2015)

    33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი, 2015)

    24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი, 2015)

    18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)

    21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)

    22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი, 2014)

    18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი, 2014)

    36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი, 2014)

    24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი, 2013)

    26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი, 2013)

    40 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი, 2013)

    23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო, 2012)

    ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანების მიზნით პანკისელების მასობრივად წასვლას თარხან ბათირაშვილს უკავშირებენ, რომლის გარდაცვალების თაობაზეც ინფორმაცია პანკისის ხეობაში მცხოვრებმა მისი ოჯახის წევრებმა 2016 წლის ივლისში დაადასტურეს. 30 წლის თარხან ბათირაშვილს „ისლამური სახელმწიფოს“ ომის მინისტრად მოიხსენიებდნენ.

    პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 2015 წლის ივნისში სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის მიხედვით, აიუფ ბორჩაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში მათ გამგზავრებას უზრუნველყოფდა. აიუფ ბორჩაშვილი დამნაშავედ ცნეს სკოლის მოსწავლეების, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის გადაბირებასა და სირიაში გაგზავნაშიც.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]