• „ჩემი შვილი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. გვარებს შორის დაპირისპირება ჰესების გამო დაიწყო. ვისური ამის გამო მოკლა დაჯგუფებამ, ვახო ფარეულიძის იარაღით არის მოკლული. პოლიციელების თვალწინ მოკლეს. ამ ბანდას იარაღის მთელი არსენალი ჰქონდა. მანქანა დაცხრილეს, 45 ტყვია აქვს მოხვედრილი. მკვლელობამდე ჩვენი გვარის რამდენიმე წარმომადგენელს სცემეს, ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებდა. მაგათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე მფარველობთ“, - აცხადებს პანკისის ხეობაში მოკლული, 37 წლის ვისური მუთოშვილის დედა, თამარ მუთოშვილი-ტოხოსაშვილი პანკისის სათემო რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

    მეხუთე დღეა, მუთოშვილების ოჯახში, ადრე დილიდან გვიან ღამემდე ხალხის ნაკადი არ წყდება. სამძიმრის სათქმელად პანკისის ხეობის ყველა სოფლიდან მიდიან. ხუთი შვილის მამა, 36 წლის ვისო მუთოშვილი 27 ნოემბერს, შუადღეს მოკლეს. შეიარაღებული ჯგუფის წევრები მუთოშვილებს თავს სოფელ საკობიანოს გადასახვევთან დაესხნენ. სროლა 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თვალწინ ჩაცხრილეს ერთი და დაჭრეს სამი ადამიანი. დანაშაულის აღსაკვეთად პოლიციამ არაფერი გააკეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

    კატეგორია საზოგადოება
    ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 12:54

    საინფორმაციო გამოშვება 14.03.2017

    ახალი ამბების გამოშვებას ნაზი დაქიშვილი უძღვება.

    პანკისის ხეობაში წინწალაშვილებსა და ტოხოსაშვილებს შორის არსებული დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოს უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა განუცხადა.

    კატეგორია საზოგადოება

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]