• პანკისში დაპირისპირებული გვარები შერიგდნენ – „კარგია, რომ პოლიცია არ ჩაერია“

    სამშაბათი, 14 მარტი 2017 16:33 view 6856
    პანკისში დაპირისპირებული გვარები შერიგდნენ – „კარგია, რომ პოლიცია არ ჩაერია“

    პანკისის ხეობაში წინწალაშვილებსა და ტოხოსაშვილებს შორის არსებული დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოს უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა განუცხადა.

    „მართლაც ძალიან დაძაბული ვითარება იყო. დიდხანს მოგვიწია მუშაობა ამ საკითხის მოსაგვარებლად. გუშინ მოხდა შეხვედრა და ორივე გვარის წარმომადგენლები შერიგდნენ. ჩვენ გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთობა თვითონ ამ ახალი მიმდინარეობის წარმომადგენლებთან (იგულისხმებიან სალაფიტები) დუისში, იმ ზომიერ ფრთასთან, რომელიც დღევანდელობას სწორად განჭვრეტს. ზუსტად ამ ძალის დახმარებით, მათი აქტიური მონაწილეობით დადებითად გადაწყდა ეს საკითხი.

    - პოლიციამ რა როლი შეასრულა?

    - პოლიციაც თავისთავად ცხადია მოქმედებდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს მათი მხრიდან ლმობიერი დამოკიდებულება. შეიძლებოდა ეს უფრო გართულებულიყო, დაჭერებიც მომხდარიყო, მაგრამ ჩვენც ვთხოვეთ პოლიციას, რომ ჩვენ თვითონ მოვაგვარებდით ამ ამბავს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველთვის ეს საქმე მოვაგვაროთ ძალოვანი სტრუქტურების ჩარევის გარეშე. თუ ჩაერივნენ, კანონი არის ყველასთვის და კანონით მოხდებოდა დაკავება, სასამართლომდე მივიდოდა, მაგრამ რაც არ უნდა მიესაჯათ და მოეხადათ სასჯელი, საბოლოოდ მაინც აუცილებლად ბრუნდება ადათობრივ სასამართლოში“, – აღნიშნა ხასო ხანგოშვილმა.

    სალაფიტების წარმომადგენლების ინფორმაციით, გვარების შერიგებას უხუცესებიც ცდილობდნენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ.

    სალაფიტური ისლამის თემის წარმომადგენელი მუსა პანკისელი (მურაზი გოდერძიშვილი) ავრცელებს შერიგების ამსახველ ვიდეომასალას და ამბობს, რომ შერიგებაში მონაწილეობდნენ, შეიხები ისსა და აბდულქერიმი.

    პანკისში წინწალაშვილებსა და ტოხოსაშვილებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხეობაში მცხოვრებ ორ სრულწლოვანს, რომელთაც ინტელექტუალური დარღვევა აქვთ, ნათესავებმა და ახლობლებმა დაოჯახების უფლება არ მისცეს. კონფლიქტის შედეგად მინიმუმ სამი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთ–ერთს თავის არეში მიყენებული ჭრილობების გამო თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ჩხუბის შედეგად დაზიანდა ავტომობილებიც. ახმეტის პოლიციისთვის კონფლიქტის მიზეზიც და შედეგებიც ცნობილი იყო. პოლიციამ ქორწინების თავისუფლების დარღვევის და ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიებაც კი არ დაიწყო.

    საქმე დაპირისპირებული გვარების ერთობლივი მიმართვის საფუძველზე შარიათის სასამართლომ განიხილა. წინწალაშვილების გვარს ტოხოსაშვილების სასარგებლოდ 13 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა.

    გუშინ შემდგარი შერიგების შედეგად, ტოხოსაშვილებმა წინწალაშვილებს აღნიშნული თანხაც აპატიეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]